Deutsch English Français Español Русский العربية

- შემდეგი შეხვედრა 2024 წლის 4 მაისს Grünau-ის ცენტრში ბოლო სართულზე (ღია სივრცე / მანქანის პარკინგზე) -

სად და როდის?

- შემდეგი შეხვედრა 2024 წლის 4 მაისს Grünau-ის ცენტრში ბოლო სართულზე (ღია სივრცე / მანქანის პარკინგზე) -

შევხვდებით თვეში ერთხელ სამიდან ხუთამდე რათა ერთდად გავიაროთ ტრენინგი ამ პარკინგზე Grünau-ის ცენტრზე. თარიღები:

  • 2024 წლის 6 აპრილს
  • 2024 წლის 4 მაისს
  • 2024 წლის 1 ივნისს
  • 2024 წლის 6 ივლისს
  • 2024 წლის 7 სექტემბერს
  • 2024 წლის 28 სექტემბერს
  • 2024 წლის 12 ოქტომბერს

მისამართი:
Ludwigsburger Straße 9, 04209 Leipziger
მაღაზია „Fielmann“-თან ჩასცხდებით ლიფტში, ახვალთ ბოლო სართულზე სადაც მდებარეობს „Parkdeck C“


Women* is meant to include all people who identify as female. We also invite everyone who sees themselves as non-binary, queer, trans, intersex or agender.

რა გველოდებათ ტრენინგზე?

გსურთ ველოსიპედის ტარების სწავლა? მოდი ველოსიპედის ტარების ტრენინგზე!

ვისაც სურს ველოსიპედის ტარების სწავლა ან სჭირდება პრაქტიკა გელით ჩვენს ღია ტრენიგზე ქალებისთვის*. ტრენინგი ღიაა ყველა ასაქის ქალებისთვის*. დაგეხმარებით ველოსიპედის სწავლაში ყოველდღიური ცხოვრებისთივს. ღია ტრენინგი არის უფასო. მოუთმენლად გელით!

ჯერ იქნება ვარჯიში ბალანსის შენარჩუნებაში და ამის შემდეგ გასწავლით როგორ უნდა დასხდეთ საფრთხოდ ველოსიპედზე. ამის შემდეგ გაჩვენებთ როგორ უნდა მოუცვიოთ, როგორ მართოთ ცალი ხელით, ფასწავლით უკან გახედვას მოძრაობის დროს და მიშვნელოვან საგზაო ნიშნებს. შეგიძლიათ მობრძანდეთ ტრენინგზე რამდენ ჯერაც მოისურვებთ ვიდრე არ ისწავლით ველოსიპედით უსაფრთხოდ სიარულს.

თუ საჭირო გახდება დაგეხმარებით ველოსიპედის შეძენაში. ასევე დაგეხმარებით მარშრუტების შესწავლაში რომლებიც გჭირდებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუ გაგიჩნდებათ სხვა კითხვები ან პრობლემები ყოველთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ!

ჩვენ გაგვაჩნია ტრენინგისთვის საჭირო ველოსიპედები და ჩაფხუტები. შეგიძლიათ მცირეწლოვანი ბავშვების მოყვანა (და მოიტანოთ კიდეც მაგის სათამაშოები). ვიდრე თქვენ ივარჯიშებთ თქვენი ბავშვები იქნებიან ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ.

მობრძანდით და სცადეთ!


გინდათ დაეხმაროთ ქალებს* ველოსიპედის ტარების წავლებაში? გახდი ველოსიპედის ტარების მასწავლებელი!


გიყვარს ველოსიპედის ტარება? ზოგი ლაიპციგერი ქალებისთვის – განსაკუთხებით იმიგრანტი ქალბათონებისთვის – საკმაოდ უჩვეულოა. გაუზიარეთ თქვენი უნარები სხვებს!

ეს არის ქალის* მიერ ქალის* დახმარება. შეხვედრებზე უშუალო ატმოსფერა სადაც ადამიანები გაიცნობენ ერთმანეთს და ერთად შეუძლიათ იმხიარულონ. ჩვენს ღია ტრენინგებზე თქვენ შეგეძლებათ დაარეგულიროთ ველოსიპედის დასაჭდომი, აუხსნით საგზაო მოძრაობის ძირითად წესებს და რაც ყველაზე მთავარია გაამხვნევებთ ქალებს*.

Lila Lenker არის მოხალისეთა პროექტი - მოხარულები ვიქნებით თუ მიიღებთ მონაწილეობას!

ჩვენ ვიყენებთ ზოგად ტერმინს ქალი მაგრამ გვინდათ მივმართოდ ყველას ვინც თავს თვლის ქალად, არაბინალურ, ქუიარ, ტრანს და ინტერსექსუალ პიროვნებებს.

ჩვენ არ ვარგებთ პასუხს შესაძლო უბედურ შემთხვევებზე. ტრენინგების დროს შეიძლება მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევები, მსუბუქი დაშავება და ასე შემდეგ.

ჩვენ შესახებ

მოდი ვისწავლოთ ველოსიპედის ტარება ერთად!


ჩვენ ვართ ნორა, ნინა, ლუიზე და კატია. ნორამ და ნინამ გაიცნეს ერთმანეთი 2021 წელს და წამოიწყეს Lila Lenker-ის განვითარება, ველოსიპედების ორგანიზება, დაფინანცების და სავარჯიშო ადგილის პოვნა. ნორას უკვე იღებდა აკტიურ მონაწილეობას ანალოგიურ ტრენინგებში ბერლინში და ლაიპციგში გადმოსვლის შემდეგ მას სურდა ამ საქმის გაგრძელება. ლუიზა და კატია შემოგვიერთდნენ 2022 წლის ზაფხულში.

ოთხივე ჩენგანს გვიყვარს ველოსიპედის ტარება და გვინდა რომ სხვებსაც ჰქონდეთ ამის საშუალება. თუ ბავშვობაში არ გისწავლიათ ველოსიპედით სიარული შემდგომში უფრო რთულია, განსაკუთხებით ქალებისთივს. ველოსიპედით მოძრაობა კი საკმაოდ მობილურია და არ აზიანებს ეკოლოგიას. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ მშვიდ და მყუდრო ადგილს სადაც ქალებს* შეეძლებათ ვარჯიში ტარებაში, უბრალოდ კომუნიკაცია ერთმანეთთან და დროის მხიარულად გატარება.

მობრძანდით და გაგვიცანით!